ბიძინა ივანიშვილის სათამაშოების ქუთაისის მთავარ ნაძვის ხეზე ჩამოკიდების მცდელობა ჰქონდათ მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებს. მინისტრების, დეპუტატების, მერების ფოტოებით ნაძვის ხის მორთვის საშუალება ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ აქტივისტებს არ მისცეს.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის სათამაშოები თეატრის წინ ბუჩქებზე დაკიდეს. მათი განცხადებით, ნაძვის ხეების მორთვა ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოს და ამიტომ ისინი გაცილებით უფრო იაფ სათამაშოებს სთავაზობენ ხელისუფლებას.